ახალი ამბები

ჯიქური: ბრალს არ ვაღიარებ, ფარს ვიყენებდი, რომ აღარ ესროლათ

8 ოქტომბერი, 2019 •
ჯიქური: ბრალს არ ვაღიარებ, ფარს ვიყენებდი, რომ აღარ ესროლათ

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. თამლიანმა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობის შუამდლომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც ბრალდებული განმარტავს, ის აღიარებს, რომ პოლიციის ფარს მართლაც იყენებდა, რაც შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, თუმცა ამბობს, რომ ამას აკეთებდა შეკავების მიზნით, აქციაზე კი სხვა მოქალაქეების დახმარების გამო მივიდა:

“მე დამნაშავედ რა ვცნობ თავს. რაც კადრში ჩანს,  რომ მე ფარს ვიყენებ, მაგ ნაწილში ვაღიარებ. რას ჰქვია ჯგუფური ძალადობა, სასამართლოში გავიცანი ეს ხალხი. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია. მომიყენეს ბრალად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ჯგუფურად, რასაც ადგილი არ ჰქონია.

მე იქ მივედი იმის გამო, რომ იქ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და ვინმეს რამეში რომ დავხმარებოდი, მეუღლესთან ერთად მივედი. ბოლოს სროლა რომ დაიწყო, შეკავების მიზნით გამოვიყენე მე ის ფარი, რომ აღარ ესროლათ. ფარების უკან თოფები ეჭირათ და ისროდნენ”,  – ამბობს ჯიქური.

ლევან ჯიქური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი