“24 მარტს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე “ვერხნი რუკ” ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მოძრაობდა, აღმოჩნდა დიდი პარტია, დაახლოებით ორი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია – საკვები მწვანილი, რომელიც არ არის მოყვანილი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ ავტომობილის მძღოლმა შემოწმების დროს ვერ წარმოადგინა დოკუმენტები პროდუქტის წარმომავლობის შესახებ და ასევე განაცხადა, რომ ტვირთის მფლობელი არ არის, მესაზღვრეებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაკავების შესახებ საქმის გარემოებების დადგენის მიზნით”, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
სააგენტო “რესის” ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის მიერ აღნიშნული ფაქტის სამართალწარმოებს შედეგად დადგინდა, რომ მწვანილის პარტია შესყიდულია საქართველოში. გამოცემის ინფორმაციით, მწვანილის რეალიზაცია ლენინგორის (ახალგორის ) რაიონის გავლით რუსეთის ფედერაციაში უნდა მომხდარიყო.
“უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორის რაიონში მოქმედებს სტაბილური არხი, რომელიც გამოიყენება კომერციული ტვირთის, პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესატანად საქართველოდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რასაც მოსდევს ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში, რესპუბლიკაში ნაწარმოები პროდუქციის საფარქვეშ”, – აცხადებენ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში.
კომიტეტის სპიკერის თქმით, უწყების მიერ მიღებული იქნება ზომები, საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთის ფედერაციაში საქონლის უკანონო გადაზიდვის აღსაკვეთად.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |