ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს – საია

7 ოქტომბერი, 2019 •
20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე.

საია ამ მონაცემებს გენერალური პროკურატურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, უწყებისგან მიღებული პასუხის თანახმად, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი.

რაც შეეხება მოქალაქეებს, გენერალური პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია განცხადებაში წერს, რომ აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი