ახალი ამბები

იუნესკო: თბილისი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

7 ოქტომბერი, 2019 • 2571
იუნესკო: თბილისი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ თბილისი დაასახელა 2021 წლის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქად – ინფორმაცია ამის შესახებ იუნესკოს ვებგვერდზე დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

იუნესკოს ინფორმაციით, დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს.

2019 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ლუაკა-ლუმპურსა და შარჯას ჰქონდა, 2018 წელს – ათენს, 2017 წელს – კონაკრის, 2016 წელს კი- ვროცლავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი