ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

7 ოქტომბერი, 2019 •
ცხინვალის ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Эхо Кавказаავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ ქუჩას ადრე მოსკოვის ქუჩა ერქვა. Эхо Кавказа-ს მიხედვით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქის მერი ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა, რიმელიც რამდენიმე დღეში შეიკრიბება:

“ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქუჩას ცხინვალში ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქმევა. ეს გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღეს უკავშირდება და მადლიერების სიმბოლოა”, – ამბობს კოჩიევი.

როგორც გამოცემა წერს, ქუჩაზე, რომელსაც პუტინის სახელი ეწოდა, ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი მოეწყობა და “დიდების ხეივანი” გაშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი