“უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და მე ძალიან მაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. გულწრფელად განვიციდი, ისე როგორც თითოეული თქვენგანი, იმას, რაც ხდება ამ სახელმწიფოში. ამ ეტაპზე ვარ დაკავებული საშინაო საქმეებით, ვცდილობ მაქსიმალურად თავი ავარიდო გარე ვიზიტებს, თუ რაღაც გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება. მე ორი ვიცე–პრემიერი გავაგზაზავნე უკრაინაში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ არც პრემიერ–მინისტრი, არც პრეზიდენტი არ იყო მაშინ თავისუფალი. ფინანსთა მინისტრი აპირებს ჩასვლას, პრეზიდენტი იყო ჩასული, ევროინტეგრაციის მინისტრი. ჩვენ ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია და არც გავწყვეტთ. გასაგებია, რომ არ ვართ აღტაცებული და ბედნიერები იმით, რომ სააკაშვილი და სხვები არიან თუნდაც არაფორმალური სტატუსით და მე პრეზიდენტ პოროშენკოს ვუთხარი, რომ ეს მოსახლეობისთვისაა პირველ რიგში უსიამოვნო. ეს მათი არჩევანია და ამ სიტუაციაში ეს მათ სჭირდებათ. ჩემი ვიზიტის გადადების მიზეზი არ არის ის, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იქ დაინიშნა”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი: უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არ არის
-
24.11.2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
-
24.11.2026
მერცის თქმით, 2008 წელს უკრაინის ნატო-ში არმიღების გადაწყვეტილება შეცდომა იყო
-
24.11.2026
კობახიძე ასახელებს, ვინ არიან “ოცნებაში” პირველი და მეორე პირები
-
24.11.2026
რატომ დაჯდა ქუთაისი-ბერლინის რეისი თბილისში
-
24.11.2026
კობახიძე განმარტავს, რატომ “ვერ ეხებიან უხეშად” კაზინოების სექტორს
-
24.11.2026
სინდისის პატიმარმა ანატოლი გიგაურმა 2-წლიანი პატიმრობა მოიხადა და გათავისუფლდა
