ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში 83 ქვეყნის მონაწილეობით ტექნოლოგიების საერთაშორისო კონგრესი იმართება

7 ოქტომბერი, 2019 • 1028
სომხეთში 83 ქვეყნის მონაწილეობით ტექნოლოგიების საერთაშორისო კონგრესი იმართება

ერევანში რამდენიმედღიანი ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო კონგრესი [WCIT] გაიხსნა.

ოფიციალური ინფორმაციით, მასში 83 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი და მსოფლიო კორპორაციების 90% მონაწილეობს.

“ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა ასეთი კონგრესის მასპინძლობა, რადგანაც ეს კარგი საბაბია და მისი დახმარებით შეგვიძლია ვისაუბროთ მაღლტექნოლოგიური წარმოების ქვეყნად ჩამოყალიბების შესახებ სომხეთის სტრატეგიაზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ, სერიოზულად განვავითაროთ განათლება – სკოლამდელი დაწესებულებებიდან დაწყებული, მაგისტრატურითა და ასპირანტურით დამთავრებული”, – განაცხადა კონგრესის გახსნაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ოფიციალური ცნობითვე, ფორუმზე განხილული იქნება ადამიანის ცხოვრებაზე, ბიზნესზე, უსაფრთხოებაზე საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიების გავლენა, ასევე, დემოკრატიული და ჰუმანიტარული ასპექტები.

ტექნოლოგიური კონგრესის გახსნა; ფოტო: news.am

მასალების გადაბეჭდვის წესი