“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი თანაგუნდელ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვებას ღირსეულ გადაწყვეტილებად აფასებს.
ოხანაშვილი აცხადებს, რომ ზარდიაშვილმა ეს გადაწყვეიტლება თავად მიიღო და საქმის კურსში ჩააყენა პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა:
“ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეიტლება. მე ასეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს არის ბატონ ვანო ზარდიაშვილის არჩევანი, მისი პირადი გადწყვეტილება. ჩემი ინფორაციით, მან პირველ რიგში პარლამენტის თვმჯდოამრე და პარტიის ხელმძღანელობა ჩააყენა საქმის კურსში და პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება” ,- ამბობს ოხანაშვილი.
ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს განაცხადა და ამის საფუძვლად მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია დაასახელა. ზარდიაშვილის თქმით, არ სურს იყოს “პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას მასზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ”.
ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.