ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თანაინვესტირების ფონდი ორ ჰიდროეელექტროსადგურს ააშენებს

26 მარტი, 2015 •
ღარიბაშვილი: თანაინვესტირების ფონდი ორ ჰიდროეელექტროსადგურს ააშენებს

“თანაინვესტირების ფომდმა დაიწყო ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ეს არის მტკვარი ჰესი და ცხენისწყლის პროექტი. ორივეს ღირებულება  შეადგენს 800 მლნ დოლარს” – ეს განცახდება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

მდინარე მტკვერზე 16 ჰესის  მშენებლობის შესახებ განაცხადი “მტკვარი ენერგიის” გენერალურმა დირექტორმა ბაკურ გულუამ 2014 გააკეთა. გულუამ განაცხადა, რომ ჰესს ააშენებს ჩინური კომპანია და პროექტში თანაინვესტირების ფონდიც ჩაერთვება.  


“ჩინურ კომპანია “POWER CHINA-HYPEC“-თან შეთანხმება მიღწეულია  და მდინარე მტკვარზე დაგეგმილი 16 ჰესის ასაშენებლად ენერგოკომპანია საქართველოში 620 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. პირველი ინვესტიციები წლის ბოლოს წამოვა და პროექტის განხორცელების პირველი ეტაპი დაიწყება,”  – ეს განცხადება ბაკურ გულუამ 5 დეკემბერს გააკეთა.


როგორც ბაკურ გულუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, პროექტის თაობაზე გაცილებით ადრე, მაშინინდელ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და “თანაინვესტირების ფონდის” წარმომადგენლებს შეხვდა.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ჩაერთვება თუ არა პროექტში თანაინვესტორების ფონდი და რა თანხას გაიღებს, “მტკვარი ენერგიის” ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

 

“დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი ფონდი მონაწილეობას მიიღებს პროექტში. მათ თანხა არ დაუსახელებიათ, თუმცა გვითხრეს, ცოტა ხანი გაიარეთო და თუ თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამ პროექტს განახორციელებთ, ამოგიდგებით გვერდშიო.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვას – აქვთ თუ არა ინფორმაცია “მტკვარი ენერგიის” პროექტის შესახებ და რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებენ, “თანაინვესტირების ფონდში” არ უპასუხეს. ფონდის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

რაც შეეხება პროექტის ინვესტირების საკითხს, “მტკვარი ენერგიის” გენერალური დირექტორი ბაკურ გულუა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მხარეებს შორის პროექტის ინვესტირებაზე 2014 წლის 1 დეკემბერს მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც “POWER CHINA-HYPEC“-ი,  “Anaklia IEP Holding” -ი და “მტკვარი ენერგია” აწერენ ხელს.

 

მტკვარზე 16 ჰესის მშენებლობის პროექტში მონაწილეობა 9 დეკემბერს “რია ნოვოსტის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “Anaklia IEP Holding”-ის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქარჩავამ დაადასტურა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი