ახალი ამბები

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ახალი სასაზღვრო პუნქტი გახსნა

7 ოქტომბერი, 2019 • 1952
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ახალი სასაზღვრო პუნქტი გახსნა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ახალი სასაზღვრო კომპლექსი გახსნეს.

როგორც ადგილობრივი სააგენტო Apa.az სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრნობით წერს, სასაზღვრო პოსტის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ობიექტის განთავსების მიზანი როგორც სასაზღვრო, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ გვერდი განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი