თბილისობის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება თბილისის ყოფილ მერს ნიკო ლეკიშვილს მიანიჭა. ლეკიშვილი იყო თბილისის მერი 1993-1995 წლებში.

საპატიო თბილისელის ტიტულით ასევე დააჯილდოვეს:

[checklist]

  • გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; 
  • გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და  66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; 
  • ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; 
  • ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; 
  • როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; 
  • მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის 

[/checklist]

დაჯილდოვებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის თბილისობა გია ყანჩელს მიეძღვნება. ცნობილი კომპოზიტორი დღეს დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

საპატიო თბილისელების დაჯილდოების შემდეგ განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტი გაგრძელდა, რომელიც “თბილისობის” ფარგლებში იმართება.