ახალი ამბები

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება ეთერშია

5 ოქტომბერი, 2019 •
ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება ეთერშია

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება “ფორმულა ნიუსი” დღეს ეთერში პირველად გავიდა.

ახალი არხის მთავარი გამოშვება ეთერში 20.00 საათზე გადის და ის ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილს მიჰყავს.

“ჩვენ ახალ ამბებს გავაშუქებთ მაღალი სტანდარტით, კრიტიკულად და უკომპრომისოდ. ეს ახალი ამბების ჩვენი ფორმულაა”, – ასე მიმართა წამყვანმა მაყურებლებს.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილია, რომელიც მანამდე რუსთავი 2-ის პროდიუსერი იყო.

ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტს [51%] თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. დანარჩენ  49 პროცენტს ფლობენ ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი- 12.25%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი