ახალი ამბები

გამომძიებელს სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოუწევს – წულუკიანი დეპუტატის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე

5 ოქტომბერი, 2019 • 1190
გამომძიებელს სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოუწევს – წულუკიანი დეპუტატის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

საუბარია ილია ჯიშკარიანზე, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაიწყო.  მას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს მისი თანამშრომელი, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა 4 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

წულუკიანის თქმით, პროკურატურას გამოძიების ვალდებულება შესაძლო დანაშაულის მსხვერპლის მიმართვის შემდეგ გაუჩნდა – „თუ ინფორმაციის გამავრცელებელ თანამშრომელს, ქალს, აქამდე არ მიუმართავს პროკურატურისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გუშინ, როდესაც მან საჯაროდ გამოაქვეყნა ცნობები სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება და შემდეგ, როგორც თავად მაჟორიტარს, ასევე მსხვერპლს სავარაუდო  დანაშაულის ექნება შესაძლებლობა, რომ თავიანთი არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე“. 

თუმცა, წულუკიანის თქმით, ბრალდება საკმაოდ  იყო ფაქტებითა და თარიღებით იყო დასაბუთებული:

„რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ეს ინფორმაციები არ დადასტურდეს, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ იმდენად კონკრეტული და იმდენად ფაქტებითა და თარიღებით დასაბუთებული ინფორმაცია იყო, რომ გამომძიებელს მოუწევს, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.  თუმცა, ვნახოთ, რა იქნება შედეგი“.

როგორც დეპუტატის თანამშრომელი “მთავარის” ეთერში ყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სესქუალური კავშირის დამყარება სცადა მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა:

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი”, – ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.


ავტორი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი