ახალი ამბები

ასეთი ბრალდებების წამოყენება ნებისმიერს შეუძლია – კალაძე დეპუტატის მიერ გაუპატიურების შესაძლო მცდელობაზე

5 ოქტომბერი, 2019 • 1535
ასეთი ბრალდებების წამოყენება ნებისმიერს შეუძლია – კალაძე დეპუტატის მიერ გაუპატიურების შესაძლო მცდელობაზე

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ბრალდებები წამოაყენოს. ამას ჭირდება მტკიცებულებები, გამოძიება და დაველოდოთ”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე   საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გახმაურებულ ბრალდებას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაზე. 

საუბარია ილია ჯიშკარიანზე, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაიწყო.  მას გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს მისი თანამშრომელი, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა 4 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

 “თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის”, – განაცხადა კალაძმ 5 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ამ თემის კომენტირებისას. 

“წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს”-, აცხადებს კალაძე. 

“ქართული ოცნების” დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში მისმა თანამშრომელმა საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. 

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი.  ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი”, – ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და გამოკითხეს როგორც დეპუტატი, ასევე ქალი, რომელიც დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი