რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებს ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერლაიზაციის პროცესის შესრულების მეორე ეტაპს, ჰერმანის თქმით, მას არ შეუძლია ეს წინასწარ განჭვრიტოს, თუმცა აქვს შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია. კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის რიგის სამიტზე მიაღწიოს, რომელიც მაისშია დაგეგმილი, ელჩმა ასე უპასუხა:
“ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ არა რიგის სამიტის კონტექსტში, არამედ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში”, – თქვა ელჩმა დღეს, 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, საქართველომ გეგმის პირველი ეტაპი, რაც შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობდა, წარმატებით შეასრულა. მეორე ეტაპზე ევროკომისია იტყვის, როგორ განხორციელდა მიღებული კანონების იმპლემენტაცია პრაქტიკაში. ელჩის თქმით, ეს ანგარიში რიგის სამიტამდე გამოქვეყნდება.
რიგის სამიტზე ევროკავშირი კომუნიკეს მიიღეებს. რა ჩაიწერება მასში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემაზე, ჯერ უცნობია. ელჩის მტკიცებით, ჯერ არავითარი დოკუმენტი არ არსებობს.