“არ მეშინია” – განაცხადა, ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ 5 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან.
ჟურნალისტი პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე შაბათს დაიბარეს რუსთავი 2-ის საქმეზე. მელაძე “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო და ახალმა მგლობელმა ის თანამდობიბიდან 2019 წლის აგვისტოში დაითხოვა, რომლის შემდეგაც არხი თიტქმის ყველა წამყვანმა და ჟურნალისტმა დატოვა, საინფორმაციო გამოშვებები კი შეწყდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ მელაძე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
თავად ჟურნალისტი პროკურატურაში დაბარებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ამავე საქმეზე გამოძიებამ უკვე გამოკითხა რუსთავის 2-ის ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია “ფორმულას”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსია. გამოკითვაზე ასევე დაიბარეს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.
ნოდარ მელაძემ 5 ოქტომბერს, გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ ეს არის კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის მცდელობა, თუმცა არ ეშინია.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითვაზე დაბარების მიზანი ზეწოლა და ნიკა გვარამიას საქმეზე ბრალის დამძიმება იყოს:
” ამ საქმეზე შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს – “მთავარი არხის” განეიტრალება და “რუსთავი2″-ის გაკოტრების დაბრალება. ხელისუფლება შეეცდება, ეს ნიკა გვარამიას დააბრალოს”.
პროკურატურასთან ჟურნალისტის მხარდასაჭერად მივიდნენ ჟურნალისტები, მათ შორის ტვ პირველის ცნობილი წამყვანები და მფლობელი და პოლიტიკოსები.
“ველოდები” ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ ზაალ უდუმაშვილის, ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილის პატიმრობის მოთხოვნას”, – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარებებს: