“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად “მთავარი არხის” საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც მელაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, პროკურატურაში ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე მივა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ მელაძე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
თავად ჟურნალისტი პროკურატურაში დაბარებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს
“დიდი სურვილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა, ვინც მუშაობს კრიტიკულ მედიაში და ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ერთხელ მაინც უნდა დაიბარონ პროკურატურაში. გამოვცხადდები და მოვუსმენ, რა აინტერესებთ”, – ამბობს მელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.