ახალი ამბები

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რასმუსენის ინიციატივაზე

4 ოქტომბერი, 2019 • 861
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რასმუსენის ინიციატივაზე

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში ამბობს, რომ რასმუსენის ინიციატივა, საქართველო NATO-ში გაწევრიანდეს ისე, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს, ამ ეტაპზე ალიანსში არ განიხილება. აქვე როუზ გოტმიოლერი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოლაპარაკებების და დებატების წარმოება აუცილებელია:

“რაც შეეხება რასმუსენის წინადადებას, მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე NATO-ში არ განიხილება. ამავდროულად, გეტყვით,  რომ დემოკრატიულ  საზოგადოებაში აუცილებელია გაიმართოს მოლაპარაკებები, დებატები  გარკვეულ საკითხებზე. დისკუსია დასაშვებია ნებისმიერ საკითხზე. NATO არასოდეს გეტყვით,  რომ ეს არ გააკეთოთ, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ განიხილება”,  –  ამბობს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუში (ტელეკომპანია “მთავარის” თარგმანი).

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

რასმუსენი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობას არ გვთავაზობს – გიორგი ცხადაია

მასალების გადაბეჭდვის წესი