საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის მიმართ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელში წილოსანი წერს, ძალადობრივ დანაშაულზე ყველა უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობრივი თუ პოლიტიკური კუთვნილებისა:
“ახლა ვუყურე სიუჟეტს .. საშინლად მძიმე მოსასმენი იყო თითოეული სიტყვა, რასაც ახალგაზრდა ქალი ყვებოდა მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტზე.
ძალიან ვფრთხილობ, ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დავარღვიო , მაგრამ ძალადობაზე უნდა დაისაჯოს ყველა – განურჩევლად მისი თანამდებობრივი თუ პოლიტიკური კუთვნილებისა.. და იმედია სამართალდამცავი სტრუქტურები დროულად განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას”, – ამბობს წილოსანი.
საუბარია თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანზე, რომელსაც თანამშრომელი ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: