საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ ტრამპის “წარმატებასთან ასოცირება” მოსწონდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესაში, მარკეტოლოგების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ არქიტექტორულ პროექტებზე ისაუბრა.
“ტრამპს 1994 წლიდან ვიცნობ. ის ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალაქი 5 წელიწადში. მან ეს მე კი არ მითხრა, ამერიკულ ტელეარხებზე თქვა. აი, თქვენ რეკლამა! რატომ ჩამოვიდა, საერთოდ, რატომ გვაქებდა, მპატიჟებდა მასთან სახლში, ნიუ იორკის ქუჩებში, თეატრებსა და რესტორნებში დადიოდა ჩემთან ერთად? – იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი მორიგ ჯერზე, წარმატებასთან უნდოდა ასოცირება. ის ყველგან ამბობდა: მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია, მე ჩამოვედი ბათუმიდან, ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში…საუკეთესო განათლების სიტემა აქვთ, საუკეთესო საბაჟო მომსახურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.