ტაქსებზე რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ტრანსპორტის ფასების გაძვირებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირველი დღის ეფექტად აფასებს და ამბობს, რომ საკითხი დღეს უკვე დარეგულირებულია:
“ეს იყო პირველი დღის ეფექტი, დღეს უკვე ეს ყველაფერი დარეგულირებულია. ბევრ რამეში გვახასიათებს ეს დამოკიდებულება, რაც ცუდია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაიხვეწება. მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს დარეგულირებულია” ,- ამბობს დედაქალაქის მერი.
პირველი ოქტომბრიდან თბილისში ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის თანახმადაც, A კატეგორიის ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.