მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი წევრები არიან:
- ქეთევან კრიალაშვილი – ეკონომისტი, გადასადახების გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
- ალექსანდრე ფირცხალაიშვილი – იურისტი;
- თეა ჭკუასელი – პიანისტი;
- ირაკლი სუთიძე – მხატვარი;
- ბესიკ ლიპარტელიანი – სპორტსმენი, კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი;
- გია რაფავა – მორაგბე;
- დავით ბეგიაშვილი – ბიზნესმენი;
- თორნიკე შურღულაია – ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი;
- ხათუნა თავდგირიძე – მწერალი;
- დავით გელაშვილი – სპორტსმენი, ცურვის განვითარების მენეჯერი;
- გიორგი ოქრუაშვილი – ფსიქოლოგი;
- აკაკი გელაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მომავალშიც გააგრძელებს ყველა სფეროში სპეციალისტების მოძიებას.
“არ გეგონოთ, ჩვენ აქ კლუბს ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დივერსიფიცირებულ, პროფესიონალი ადამიანების ერთობას”, – განაცხადა ხაზარაძემ.
დღესვე, მამუკა ხაზარაძემ დაანონსა რეგიონებში შეხვედრები მოსახლეობასთან.