ახალი ამბები

„ფორმულას“ დირექტორი პროკურატურიდან თითქმის 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა

3 ოქტომბერი, 2019 •
„ფორმულას“ დირექტორი პროკურატურიდან თითქმის 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე 2 ოქტომბერს პროკურატურიდან დაახლოებით 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა.

მან თქვა, რომ გამოკითხვაზე კითხვებს „ინტერმედიასთან“ დაკავშირებით უსვამდნენ, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, რადგან გაუთქმელობაზე ჰქონდა ხელი მოწერილი.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა პირველ ოქტომბერს დაიწყო. გუმბარიძე, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორი და ამავდროულად, “ინტერმედიის” დამფუძნებელიცაა, მის დაბარებას ახალი ტელევიზიის ეთერში გასვლას უკავშირებს. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2”-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

ვრცლად:

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი