ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ბერნი სანდერსს გულის ოპერაცია გაუკეთეს

2 ოქტომბერი, 2019 •
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ბერნი სანდერსს გულის ოპერაცია გაუკეთეს

ვერმონტის შტატის სენატორს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, ბერნი სანდერსს 2 ოქტომბერს გულის ოპერაცია გაუკეთეს. მისი მრჩეველი ჯეფ ვივერი აცხადებს, რომ სენატორი სანდერსი კონტაქტურია და კარგ ხასიათზეა.

ბერნი სანდერსი ამჟამად 78 წლისაა. თუკი გაიმარჯვებს, ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება. ათწლეულების განმავლობაში სანდერსი პირველი ლიდერია აშშ-ის პოლიტიკაში, ვინც აცხადებს, რომ სოციალისტია — დემოკრატი სოციალისტი.

იგი ემხრობა საყოველთაო ჯანდაცვას, 15-დოლარიან მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის მაღალი გადასახადების დაწესებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი