ახალი ამბები

“თბილისის მიკროავტობუსი” მგზავრობის საფასურის გაძვირებას უარყოფს

23 მარტი, 2015 •
“თბილისის მიკროავტობუსი” მგზავრობის საფასურის გაძვირებას უარყოფს

კომპანიის განცხადებით, მგზავრობის საფასურის გაზრდის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლი 3 ლარით მეტ ყოველდღიურ მოსაკრებელს იხდის.


“კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური არ ძვირდება. კომპანია „თბილისის მოკროავტობუსი“ ითვალისწინებს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და უარს ამბობს სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე,”– ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო კომპანიას ყოველთვიური საბანკო მომსახურების ხარჯი 400 ათასით ლარით გაეზარდა. ამიტომაც მგზავრობის ტარიფის ზრდის თავიდან ასაცილებლად მათ მიიღეს გადაწყვეტილება 12 მარტიდან რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლისთვის ყოველდღიური მოსაკრებლის 3 ლარით გაზრდის შესახებ.

 

გადაწყვეტილებას კომპანია შემდეგნაირად ხსნის:

 

“დღემდე მძღოლების დღიური შემოსავალი საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე იყო, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით კი მათი ყოველდღიური ხელფასი საშუალოდ 15 ლარით გაიზარდა, ანუ მძღოლების დღიური სარგო საშუალოდ მერყეობს 55-დან 95 ლარამდე. აღნიშნული დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს იმ გამოსავალს, რითაც არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, ასევე გამოსწორდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება როგორც მძღოლების კეთილდღეობაზე, ასევე მომსახურების სტანდარტდებისა და მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზეთ “რეზონანსის” გვერდზე სტატია სათაურით “აპრილიდან “მარშუტკით” მგზავრობა ძვირდება” დღეს გამოქვეყნდა.

ფოტო –
ფოტო – ‘თბილისის მიკროავტობუსის’ Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი