ახალი ამბები

ილია მეორე: დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს

23 მარტი, 2015 •
ილია მეორე: დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლიდან ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი. პირველ წელიწადს მე მინდა, რომ ეს მადლობის პარაკლისი, ლოცვა და წირვა სვეტიცხოველში შევასრულოთ”, – ეს განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

მისივე თქმით, თბილისიდან ხალხის მსვლელობა მცხეთის მიმართულებით სააღდგომოდ შაბათს დაიწყება.

“სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხს ექნება… იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას”, – განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ადამიანები ყოველდღე ლოცუობენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ღმერთს მადლობა შესწირონ:

“გახსოვთ თქვენ, როგორ შეხვდნენ კეთროვანნი უფალს. შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვა, რომ განეკურნა. უფალმა განკურნა. წადით და მღვდელს ეჩვენეთო. რატომ მღვდელსო? ისრაელში ასეთი წესი იყო, როცა ადამიანი კეთროვნებისაგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა მიულიყო დ მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებულია, თორემ იმას არ ჰქონდა უფლება ხალხში ყოფილიყო. როცა კეთროვნები მღვდელთან წავიდნენ, გზაში ნახეს, რომ განიკურნენ. ერთ-ერთი მათგანი დაბრუნდა და მადლობა გადაუხადა უფალს. უფალმა კითხა, ის ცხრა ადამიანი სად არისო? ვერ იპოვეს თავის თავში ძალა, რომ მოსულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისათვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ”, – განაცხადა მან.

პატრიარქის თქმითვე, აღდგომის კვირას, საღამოს 6 საათზე შესრლდება პარაკლისი და მოსახლეობა სამღვდელოებასთან ერთად ქუჩებში ნაკურთ წყალს ასხურებს.

ყოველი წლის აღდგომა იქნება ღვთისადმი მადლიერების დღე. ბედნიერია ის ადამიანი და ერი, რომელიც მადლობს უფალს. თვითონ სიტყვას შეხედეთ: მადლობა, მადლიერება, მადლთანაა დაკავშირებული. დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე”, – აღნიშნა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი