ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ესწრება

22 მარტი, 2015 • • 1169
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ესწრება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, რომ  კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები ისაუბრებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე:

 

“პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში შესულ კანონპროექტებზე ინფორმაციას მივაწვდით. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, განვიხილავთ თუ არა არმაზ ახვლედიანის საკითხს.”

 

არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. 

 

კოალიციის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი