ახალი ამბები

მსოფლიოს ყველაზე მთავარი სპორტული მოვლენები სილქნეტისგან – ექსკლუზიურად Silk TV-ზე

1 ოქტომბერი, 2019 • 2347
მსოფლიოს ყველაზე მთავარი სპორტული მოვლენები სილქნეტისგან – ექსკლუზიურად Silk TV-ზე

სილქნეტს სპორტის მოყვარულებისთვის ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ლა ლიგის და   ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ტრანსლირების მრავალწლიანი უფლება აქვს მიღებული და როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე აპლიკაციით სპორტის მოყვარულებს HD ხარისხით, ქართულ ენაზე აწვდის ყველა შეხვედრას პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით.

ასევე ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი, სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები – ყოველივე ეს მხოლოდ სილქუნივერსალზედა Silk-ის სპორტულ არხებზეა  ხელმისაწვდომი. 

ფეხბურთის გარდა, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, ხელბურთის, ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და სპორტის სხვა სახეობების მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მიმდინარეობს. 

არხი “სილქუნივერსალი” ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან დღის მანძილზე სპორტის სხვადასხვა სახეობის წამყვან სპორტულ ღონისძიებებს აშუქებს. არხი SilkTV-ის გარდაციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.

 

კომპანიას სპორტის მოყვარულებისთვის სამი სპორტული არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3)  და თემატური პაკეტები აქვს შექმნილი: 

“სპორტ ექსკლუზივი” თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ – ყოველთვიური გადასახადი 5 ლარია.

Silk Sport არხები ასევე რამდენიმე პაკეტში გადანაწილებული. აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:

 

პაკეტი “მიქსი 1” (8 არხი), მასში შედის Silk Sport  HD 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატური პაკეტი “მიქსი 2” (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta  და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.

პაკეტის შეუცვლელად ან თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, სპორტის გულშემატკივარს შეუძლია 24 საათით ჩაირთოს მისთვის სასურველი სპორტული არხი: Silk Sport 1; Silk Sport 2; ან Silk Sport. ერთი დღით, ნებისმიერი ერთი არხის გააქტიურება 1 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე სპორტული არხები ხელმისაწვდომია სილქნეტის აპლიკაციით  Silk Go. iOS: https://apple.co/2QpSHAd Android: http://bit.ly/SilkTVgo, ხოლო სხვა ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის “სილქნეტს” შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, ამ სერვისით თვეში 15 ლარად 57 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk-ის სპორტული არხები და Silk უნივერსალი, რაგბი ტვ – გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.

სპორტული ღონისძიებები, ჩემპიონატები ტურნირები, რომელიც  SilkTV-ის ეთერით ვრცელდება:

[checklist]

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა,   ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
  • კალათბურთი – NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
  • რაგბი – მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
  • ხელბურთი – მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
  • ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;
  • ძალოსნობა – მსოფლიოს ჩემპიონატი.
  • მძლეოსნობა – ბრილიანტის ლიგა
  • დოღი – ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
  • მოტო სპორტი – მსოფლიო ჩემპიონატი.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი