ახალი ამბები

“როცა ჩვენ გადავწყვეტთ” – პუტინის პასუხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე

1 ოქტომბერი, 2019 • 2094
“როცა ჩვენ გადავწყვეტთ” – პუტინის პასუხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე

“როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას”, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, როდის გავლენ სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით] ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

“ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ერევანში  ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი