ენმ-ს მხარდამჭერების ავტომობილების კოლონა მიემგზავრება თბილისისაკენ სამეგრელოდანაც. შესაბამის ვიდეომასალას დეპუტატი მარიამ საჯაია ავრცელებს.
როგორც პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ადამიანები თბილისში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიემგზავრებიან, თუმცა მიახლოებით რიცხვზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია თევდორაშვილი ამბობს, რომ კოლონა 2 ათასი ადამიანის შემადგენლობით ქუთაისიდან 10:30 საათზე გამოვიდა.
თევდორაშვილის თქმით, ისინი შეუფერხებლად მოდიან და წინააღმდეგობა არ ყოფილა, თუმცა წინა დღეებში, მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მასთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ იყო გარკვეული მუქარა სპეცსამსახურების მხრიდან.
თბილისში, თავისუფლების მოედნაზე ენმ-ს საპროტესტო აქცოა სლოგანით “გადადგეს მთავრობა” 16:00 საათზე დაიწყება.