ახალი ამბები

შეამოწმე, რა დონეზე ფლობ მეგრულ ენას – Quiz

30 სექტემბერი, 2019 • 11086
შეამოწმე, რა დონეზე ფლობ მეგრულ ენას – Quiz

სიტყვას – “მოდის” – მეგრულ ენაში 100-ზე მეტი სხვადასხვა შესატყვისი აქვს. ამ შესასიტყვებით შეგიძლიათ გამოხატოთ, თუ როგორი ადამიანი მოდის, როგორ მოდის, როგორ არის ჩაცმული, რა განწყობაზეა და ა.შ.

აღნიშნული სიტყვები მოაგროვა მირიან ჯალაღონიამ და 2000 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ “აიას” მე-8 ნომერში.

გთავაზობთ ტესტს, რომლითაც შეამოწმებთ, რამდენად კარგად იცნობთ ამ ერთი სიტყვის მეგრულ შესატყვისებს.

დააკლიკეთ მხოლოდ ტესტის გაკეთების შემდეგ
 აქ არის სიტყვა მოდის ყველა მნიშვნელობა, რომელიც მირიან ჯალაღონიამ მოაგროვა:

  • მოურს (მურს) _ მოდის;
  • მაწკანტანს _ სადღესასწაულოდ, სუფთად და კოხტად გამოწყობილი;
  • მაწარკანს _ ტანადი, გამართული, აზიურში გამოწკიპული, ხალათზე ქამარმოჭერილი;
  • მაწვაწვანს _ შეჭაღარავებული, ოქროსფერი, ცოტა შეთეთრებული წვერით;
  • მაწვარანს _ მოხუცი თოვლივით ქათქათა თეთრი წვერებით;
  • მაწკვარანს _ თვალები ეშმაკურად მოღუშული, ქუთუთოები შეშუპებული;
  • მაწკვაპანს _ მელიის წრიპინა ნიკაპით, დანის პირივით წაწვრილებული სახით;
  • მასვასვანს _ ტანადი, ჯენტლმენი, სასიამოვნოდ ჩაცმული, ელეგანტური;
  • მასარჩანს _ სოვლახანა, ზოზინით, გუნებაარეული;
  • მასქვაჭანს _ წარბებქვეშ მოკვესარე თვალები უღიმილებს, უბრწყინავს;
  • მასანგვანს _ პირქუში სახე, თითქოს თავი ქვისგანაა გამოკვეთილი;
  • მასვართანს _ მაღალი, არწივისებური კეხიანი ცხვირი;
  • მასარგანს _ მაღალი, უტალანტო, უძრავი სახით;
  • მოსაპანს _ მაღალი, თითქოს მესერი ჰქონდეს გადაყლაპული;
  • მასარღანს _ მაღალ ფეხებზე, გრძელი ნაბიჯით დაძაბული სვლა;
  • მასქანჩანს _ ჯიქური, მტკიცე ნაბიჯით;
  • მასაქანს _ ბოლოქანქარა ჩიტივით;
  • მაჯარღანს _ მაღალ ფეხებზე ყარამან-ყანთელის მოყვანილობის;
  • მაჯგვაჯგვანს _ გოლიათი, დაბურცული გულ-მკერდით;
  • მაჯარგანს _ ახმახი აღნაგობის, მძიმე ნაბიჯებით;
  • მაჯაქანს _ დიდ “დიფერიანი”, ფატვირთული, გულგრილი დამოკიდებულების;
  • მაჯღარკანს _ ბარბაცით, არეულ-დარეული სიარული, ქალამანივით გაჩხიკინებული;
  • მაჯგვაფანს _ ფართო სახის, მოჭარბებულ სასიცოცხლო ენერგიით, ქედმაღალი;
  • მაჯარჯანს _ მოდუნებული ტანი;
  • მაკვანწანს _ აკურატული წყნარი;
  • მაკაჭანს _ ფეხმოღუნული კაჭა;
  • მაკვანჭანს _ დაბალი თმახუჭუჭა, პატივმოყვარე;
  • მაკვაკვანს _ პაწია კორექტური კაცუნა, ბავშვზეც ითქმის;
  • მაკვაზანს _ დაბალი, ჩასხმული, საზრიანობის გამომმჟღავნები;
  • მაკვატანს _ იხვივით მოდის;
  • მაკატანს _ მუცელ და ნეკნებგამობურცული;
  • მაკვაპანს _ ცდილობს აღელვების დამალვას, წყნარი გამეტყველების მიღება სურს;
  • მარჯღამანს _ სიხარულით გასხივოსნებული სახე;
  • მარანტანს _ თხასავით ზერელედ იყურება;
  • მარცხამანს _ პრანჭია და ქედმაღალი, თეთრი ვიწრო, თვალგაშტერებით;
  • მარაჟანს _ წითური, აღგზნებული, გაღიზიანებული;
  • მარაყანს _ მაღალი, დასერიოზულებული სახე, პირქუში, თავმომწონე.
  • მარანგვანს _ მსხვილი თავით და გამობურცული შუბლით;
  • მარჭამანს _ ალმოდებული, ცეცხლოვანი თვალებით;
  • მარაკვანს _ უქუდო, წვრილთავიანი;
  • მარსამანს _ ხმაამოუღებელი, სუნთქვაშეკრული, შეურაცხად მდგომარეობაში.
  • მარაყვანს _ მოაბაკუნებს, ფრთხილობს, რაღაც საშინელებას ელის.
  • მაბაჩანს _ ბოჩოლა, შესაწირად გამზადებული;
  • მაბაჯგანს _ დიდი აღნაგობის, ფართოტერფიანი, დათვივით მოდის;
  • მაბარჯანს _ აუჩქარებლად, გულგრილი გამომეტყველებით;
  • მაბარჩხანს _ შეჟიჟღინებული მკვირცხლი მეტყველი თვალებით;
  • მაბაყყვანს _ ნერვებდაწყვეტილი, გამოთაყვანებული;
  • მაბადანს _ აბნეული, ბოთე.
  • მაბატანს _ კამეჩის ბატივით, ხმაამოუღებლად,უმისამართოდ.
  • მაბახვანს _ მოკლე კისერზე დაბჯენილი თავი,მრგვალი ტანისა და სახის.
  • მაბარდღანს _ დაჭმუჭნული, საცოდავი.
  • მაცაქვანს _ პატარა, სუსტი აღნაგობის.
  • მაცარქანს _ ბუნდოვნად მოაბიჯებს, დასუსტებული.
  • მაცაკანს _ წონასწორობა დაკარგული, მსუბუქი წონის.
  • მაცაცანს _ ცერებით მოდის, ვითომ ვიღაცას ეპარება.
  • მაცქვარანს _ ყურებდაცქვეტილი, გაოცებული მზერით, ნადირივით ფრთხილი.
  • მაცვარგანს _ ელამი
  • მაზამპანს _ ზანტი, ზარმაცი, დიდრონი ტანის.
  • მაზარგანს _ უღიმღამო ფიგურა, წელში ვერ იხრება.
  • მაზაკვანს _ კუდაბზიკა მზაკვარი, ეშმაკის თვალებით, ბოროტი ჭყეტა სათვალის ქვემოდან.
  • მაღვანკანს _ წელში მოხრილი, დაცოტავებული, გაძვალტყავებული.
  • მაღვანწკანს _ ჭიაყელასავით (სიტყვა “ღვენწი” _ ჭიაყელა).
  • მაღვაბანს _ თავადივით არაჩვეულებრივი, ჯიშიანი,მოვლილი კაცი.
  • მაღვაშქანს _ შავი, მზემოკიდებული.
  • მაღვაზანს _ ყელჩასუქებული, გამომწვევად შემკრ-თალი.
  • მაჟვარქანს _ უკოხტაო, დიდრონი ნომრის ტანისამოსით.
  • მაჟვარქანს _ უკოხტაო, დიდრონი ნომრის ტანისამოსით.
  • მაჟვაბანს _ გომბეშოსავით მოაბიჯებს (გომბეშო _“ჟვაბუ”).
  • მაჟვანტანს _ უსუსური, ბატის ბჟიტივით.
  • მაჩქვაფანს _ ცხვირჩარგული, კისერჩაძირული, პირფართე.
  • მაჩარხანს _ ზომაზე მეტი ფეხსაცმლით.
  • მაჩაჩანს _ აგდებულად ჩაცმული, მისთვის სულერთია.
  • მაჩარქანს _ მიფხარკალებს კოჭლივით.
  • მაჩაკანს _ მრისხანე, ცნობისმოყვარე, ყოყლოჩინა, ბრუხუნა.
  • მაჩვაგანს _ დაჯაბნული, რეტდასხმული, ბოროტული გამომტყველება.
  • მაჯვარანს _ ურემში შებმული ხარივით, ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით.
  • მანჯგალანს _ მაღალი აღნაგობის, მხარბეჭიანი, წარმოსადეგი და ამაყი.
  • მანჯგვარანს _ ვეებაულვაშიანი, თავს ყოვლის-შემძლედ გრძნობს.
  • მანარქვანს _ კრიჭაშეკრული, მობუზღუნე.
  • მაძგვანტანს _ აბუზული წვრილი კაუჭა ცხვირით.
  • მაძღვაკანს _ ქუთუთოები შეშუპული, თვალის ოდნავ გამოღებით.
  • მაძვაძვანს _ დაბღენძილი, ჩამოძონძილი, თმაგაწეწილი.
  • მაძაგვანს _ დაბეჩავებული, გადრუნჩული.
  • მაძგვაბანს _ გაბადრული სახე.
  • მაძარგანს _ უავტორიტეტო სახით.
  • მაძაღვანს _ პატარა ტანის, არიეგარდულად, ბავშვივით.
  • მაჭვაჭვანს _ სახე ვარდისფერი.
  • მაჭკვაპანს _ კბილებჩაცვენილი, ნაოჭებიანი, დაღალული სახე.
  • მანჭყვანტანს _ ფერიჭამიებით დაწაწკნული სახე.
  • მაჭვატანს _ იჭყიტება, კეთილი განწყობით.
  • მაჭყანჭყანს _ წყლით სავსე ფეხსაცმლით, ჭყაპუნით.
  • მაყვაბანს _ ჩლუნგი გამომეტყველებით.
  • მაყაყანს _ ტანმორჩილი და დაუდგრომელი, ბაყაყივით მოყიყინე.
  • მაყარჭანს _ გაძვალტყავებული, მამალივით გრძელი და დაძაგრავებული კისერი.
  • მაყარზანს _ გარეგნულად მოუხეშავი, მაღალი კისერი მსხვილი თვალებით.
  • მაყვაპანს _ ტუჩები გაბუშტული, ავადმყოფური სახე, გაყვითლებული.
  • მაყვაყვანს _ მოწყენილი, ფარხმალდაყრილი;
  • მაყვანგანს _ ავადმყოფივით უღონო, დაუძლურებული;
  • მაყვარანს _ მოწყენილი, უხასიათო;
  • მაგვანჯანს _ დაბალი, თავს იკოხტავებს, უშიშარი სვლა;
  • მაგაძანს _ დაბალი, გოდორა, მჭიდროდ გაჭედილი, ტომარასავით;
  • მაგვაგვანს _ ჯმუხი, მრგვალთავიანი და მრგვალთვალიანი;
  • მაგვაზანს _ თავისი სიძლიერით გამტკბარი;
  • მაგანგანს _ როგორც სილუეტი, ქანდაკების მაგვარი;
  • მახახანს _ ფეხმძიმე, მძიმე ბუშტივით გაბერილი;
  • მახაკანს _ მოდის ხის ქოშებით, მოშლილი წისქვილივით არაკუნებს;
  • მახვაჭანს _ შუბლზე მოჩრდილული, შეკრული და დაღრმავებული ხაზები;
  • მახვაჩანს _ დინჯი, უწყინარი, ღიმილიანი სახე;
  • მალაგვანს _ მთვრალივით ბარბაცობს, ხელები ჩამოცვენილი, უმწეო, ჩამოყრილი;
  • მალაქანს _ სატანჯველით დაღდასმული, პირდაღებული, მაღალი;
  • მალაჟვანს _ უღიმღამო, გათოშილი, პირიდან ჟვეჟვი მოდის;
  • მალარჯგვანს _ დიდრონი პირსახე, ნესტოები გაფართოებული, ტუჩები ჩამოვარდნილი;
  • მაქვაქვანს _ პატარა გოგონა ფოჩიანი კაბით;
  • მატვანტანს _ შეშინებული, დაუძლურებული, უწყინარი ნელი ნაბიჯით;
  • მატვარანს _ უქუდო, თავხოტორა;
  • მაქანცანს _ არაქათგამოლეული, ქიშმიშივით ჩამომხმარი;
  • მაშვატანს _ დასველებული _ უსუფთაო;
  • მაფართხანს _ მოფართხალებს, უკოხტაო, სახე ჩამოსტირის.
  • მახვანტანს _ მსხვილი და ფართო ცხვირიანი;
  • მათარკანს _ხელაფარებულ, წარბებშეჭმუხნულად გამოიყურება;
  • მაფაშკანს _ ხორბლისფერი მკერდი გამომწვევად გამოიმზირება;
  • მაფაყვანს _ ავადმყოფი ქათამივით მოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი