ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის იზოლატორში პატიმრები შიმშილობენ

30 სექტემბერი, 2019 •
ცხინვალის იზოლატორში პატიმრები შიმშილობენ

ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა 27 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის მიზეზები კი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის, ალან თადტაევის სახელზე დაწერილ წერილში განმარტეს. წერს ოსური სააგენტო რეს-ი.

“თავიანთ წერილში პატიმრები ითხოვენ ახლობლებისგან გზავნილების რაოდენობის გაზრდას, ასევე, ჩივიან არსებულ პირობებზე”, – აცხადებს ალან თადტაევი.

მისივე თქმით, პატიმრების შიმშილობის საკითხს იუსტიციის მინისტრთან ერთად განიხილავენ.

იქამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, ფატიმა მარგიევამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იზოლატორის პატიმრებმა “შიმშილით წამების” გამო შიმშილობა დაიწყეს. ასევე, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციით, პატიმრების ახლობლებს მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლიათ მათთვის საკვების შეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი