საქართველოს მსხვილ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.
თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარი 3.015 ლარი ღირს, იგივე ფასია საქართველოს ბანკშიც.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9552 ლარია. ბლუმბერგის ტერმინალზე ამჟამად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9738 ლარია.
გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.