ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” წევრები ბოკერიაზე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

30 სექტემბერი, 2019 • 3670
“ევროპული საქართველოს” წევრები ბოკერიაზე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

“ევროპული საქართველოს” ლიდერები მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას “ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში” დადანაშაულების შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები სამარცხვინოა და ამაზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს რიტორიკას უწუნებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანიც.

გოკა გაბაშვილი კი ამ განცხაებას სამარცხვინოდ აფასებს.


“მთავარ არხზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”

სააკაშვილის განცხადება წაიკითხეთ ბმულზე:

სააკაშვილი: ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი