ახალი ამბები

მივესალმებით ზალკალიანი-ლავროვის შეხვერას – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

28 სექტემბერი, 2019 • 1415
მივესალმებით ზალკალიანი-ლავროვის შეხვერას – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმიწფო დეპარტამენტი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება. ამის შესახებ ტვიტერზე დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი წერს.

“აშშ მიესალმება საქართველოსა და რუსეთს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა.  აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს დაასრულოს უკანონო ოკუპაცია,”-წერს ორტაგუსი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი,  საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​

მასალების გადაბეჭდვის წესი