ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს უნდა ვუთხრათ ჰაიგამზა – ხაზარაძე

27 სექტემბერი, 2019 • 1080
აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს უნდა ვუთხრათ ჰაიგამზა – ხაზარაძე

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოხუმის დაცემის 26 წლისთავს ეხმაურება:

“დადგა დრო, 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის.
მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს – კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა.

ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი, სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა – ჩვენ განუყოფელნი ვართ!

მასალების გადაბეჭდვის წესი