ახალი ამბები

თუ ასეთი სურვილი ექნება აშშ-ს, ვემხრობი — ხაზარაძე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საქართველოში

27 სექტემბერი, 2019 •
თუ ასეთი სურვილი ექნება აშშ-ს, ვემხრობი — ხაზარაძე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საქართველოში

სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებს სურვილი ექნება, ემხრობა აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას საქართველოში.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას, ხაზარაძემ გვიპასუხა: „თუ ასეთი სურვილი ექნება აშშ-ს, ვემხრობი… მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი საჭიროება დადგება, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და თუ მას დასჭირდა ასეთი ბაზების განთავსება, ბუნებრივია“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გამომდინარეობს თუ არა ეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხიდან, ის ამბობს: „რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა დავინახოთ ამაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯი“. თუმცა კითხვაზე, უნდა გამოიჩინოს თუ არა საქართველომ ასეთი ინიციატივა, გვპასუხობს: 

„ჩვენი ინიციატივით, რაც არ უნდა გამოვიჩინოთ… ჩვენ ინიციატივა გამოჩენილი გვაქვს, რომ გვინდა ნატოს წევრობა. ამიტომ, მგონი, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ორი ფოკუსი, რომ ნატოც და ამერიკული ბაზებიც, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია. ვფიქრობთ, რომ სწორია, გავაგრძელოთ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება ნატოში გაერთიანებასთან დაკავშირებით“.

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სრული ინტერვიუ ამ და სხვა თემებზე მამუკა ხაზარაძესთან:

ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება — ინტერვიუ ხაზარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი