“მადლობა ყველას სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეკა ბესელია ავრცელებს.
“ასეთ დროს თითოეულის პრინციპულობა , თანადგომა და გამბედაობა არის ძალა და მოტივაცია, შევაჩეროთ ძალადობა და უსამართლობა. არ შეშინდეთ არასოდეს, როცა მართალი ხართ”, – ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.
26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
დღეს ეკა ბესელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად “ქალთა მოძრაობამ” აქცია გამართა.