“ეს ე.წ. ხელშეკრულება და პირველი, გასული წლის ბოლოს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი, მხოლოდ გაართულებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ჩატარებულ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას და შექმნის დამატებით ბარიერებს გრძელვადიან ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც რეგიონალური უსაფრთხოება და ძალის გამოუყენებლობა განხილვის ძირითადი მიმართულებებია. ეს ქმედება რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების საქმეში ჩარევის კიდევ ერთი დასტურია და წარმოადგენს მათი მხრიდან სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ უგულებელყოფას.
ჩვენ ყველამ დავინახეთ, რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა ამგვარმა ჩარევამ მდგომარეობა უკრაინაში. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მე მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. მათ შორის, გაიყვანოს საჯარისო შენაერთები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და დააბრუნოს 2008 წლის კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ქონდეთ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება”.–ამბობს დევიდ ლიდინგტონი.
18 მარტს კრემლში პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ. ამავე სახელწოდების შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა.
.