ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს ნაბიჯებს

19 მარტი, 2015 •
ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს ნაბიჯებს

„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერა არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან და მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებს მას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი