„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერა არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან და მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებს მას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს ნაბიჯებს

-
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა -
28.11.2026 კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20% -
28.11.2026 “მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება -
28.11.2026 საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა -
28.11.2026 სრული სიმართლე სუროგაციის შესახებ