ახალი ამბები

ზალკალიანი ლავროვს შეხვდა

26 სექტემბერი, 2019 •
ზალკალიანი ლავროვს შეხვდა

ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ kommersant.ru ავრცელებს. ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2008 წლის ომის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

“დიალოგისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის კომუნიკაციის შეთავაზება მედიატორი მხარისგან – შვეიცარიისგან მიიღო.

ამ თემაზე:

გაერო-ში, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი