მოქალაქეთა ნაწილი, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, სოლიდარობას უცხადებს დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც “ოცნების” დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის შეურაცხყოფის პასუხად სახეში ხელი დაარტყა.
როგორც პარლამენტის პირდაპირი ტრანსლაციიდან ჩანს, ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც, ბესელიას თქმით, “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
ჟურნალისტი სალომე ასათიანი თავის ფეისბუკ-გვერდზე წერს ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასა და დღეს ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მისამართით “მორალის” ხსენებაზე.
“ამ კადრების გავრცელებას ხომ ერთადერთი მიზანი აქვს – ქალების სოციალურად მოკვდინება, შერცხვენა, მიწასთან გასწორება. მაგრამ მან შეძლო და ეს ყველაფერი აისხლიტა, არ გატყდა. ცხადია, იმ გარემოებამაც ითამაშა როლი, რომ მანამდე ეს სისასტიკე სხვა ქალებს დაატყდათ თავს და საზოგადოებაც უკვე “მზად” იყო ამისათვის – რაღაცნაირი პერვერსიული მზაობით, სიახლე და შოკი აღარ იყო ეს. მაგრამ მგონია, რომ ბესელიას “ქეისი” გარდამტეხი იქნება და ამიერიდან ამით ისე ვეღარ გასრესენ ქალებს, როგორც უწინ. რამდენი “მორალიც” უნდა წამოაძახონ ხოლმე თავად ამორალურობის მიღმა მყოფმა ფიგურებმა ქალებს, პარლამენტში ან სხვაგან”, – წერს სალომე ასათიანი.
პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს, ბესელიასადმი სოლიდარობის გარდა, მოჰყვა ხუმრობებიც. ნეტგაზეთმა ამ პოსტებს ერთად მოუყარა თავი: