ახალი ამბები

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ბოკერია ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლას აფასებს

25 სექტემბერი, 2019 •
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ბოკერია ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლას აფასებს

“უკეთეს შემთხვევაში ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ასეთი მაღალი ტრიბუნა გამოიყენო რეალური გზავნილებისთვის, რომელიც შეიძლება შენს ქვეყანას წაადგეს”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე.

ბოკერიას თქმით, უარეს შემთხვევაში ეს იყო გამოსვლა ფიგურის, რომელსაც არა აქვს არც ხედვა, არც რეალური რწმენა იმისა, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად.

“გაერო-ს ტრიბუნა იმისთვისაა, რომ მკაფიო სურათი დახატო, რომ რუსეთი არის საფრთხე ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის. თუ ამ ტრიბუნას არ იყენებ, სხვა რა ტრიბუნას გამოიყენებ? ამ გზავნილიდან ჩანს, რომ ნორმალური ვითარებაა. ამაზე უფრო დიდი ტრიბუნა, გიგა ოთხოზორიას შემთხვევაზე ისაუბრო, არ არსებობს. რატომ შეიძლება, რომ ქვეყნის ლიდერმა, უკვე რამდენიმე წელია, არ გამოიყენოს ეს და სხვა ტრიბუნები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რუსეთის საფრთხეზე კონკრეტულად და გლობალურ კონტექსტში საუბარია საჭირო, როგორც ეს ლატვიის და პოლონეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს.

“სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი პრობლემა გვაქვს და იქნებ დაგვეხმაროთ, რომ დიალოგი იყოს… არ უხსენებია ეთნიკური წმენდა. სანქციებს საერთოდ მხარს არ უჭერენ. სამაგიეროდ დრო გამონახა გლობალურ დათბობაზე და მედეა რომ საქართველოდან იყო წარმოშობით, იმაზე სასაუბროდ”, – აღნიშნა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა სრულად ნახეთ ბმულზე:

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე [სრულად]

მასალების გადაბეჭდვის წესი