ახალი ამბები

მთავრობა: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

17 მარტი, 2015 •
მთავრობა: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

მთავრობის ცნობით, უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები – ედვარდ სჩეინერმანი და ენდრიუ დუგლასი, თბილისში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს შეხვდა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

“ბუნებრივია, ჩვენი დიდი სურვილია, ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყოს საქართველოში. ეს არის უკვე ჩვენი მესამე შეხვედრა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტექნიკური კოლეჯის დეკანებთან, რაც მათთან წარმატებული თანამშრომლობის იმედს გვაძლევს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

 

თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია “მოქალაქის” ფეისბუქის გვერდზე 2015 წლის 14 მიანვარს გავრცელდა. “ქართუ ფონდის” გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის.

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი არის კერძო კვლევითი უნივერსიტეტი აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში. უნივერსიტეტი 1876 წელს დაარსდა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თაობაზე
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თაობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი