თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ჩანიშნულია 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული რამდენინე ადამიანების პროცესი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დემონსტრანტები დაკავებულებს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ისინი უნდა გაათავისუფლონ.
დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ მორის მაჩალიკაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოები.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი დაკავებულია მასზე ზეწოლის და მისი დასჯის მიზნით არის.
აქციის მონაწილეებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ რამდენიმე მეტრით უნდა გაწეულიყვნენ სასამართლოს შენობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მოშორებით იდგნენ. დემონსტრანტებმა მათ უპასუხეს, რომ კიდევ 5 წუთით გაჩერდებოდნენ აქციაზე, რასაც მსუბუქი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.