ახალი ამბები

“კურიერი“ 25 სექტემბერს გავა, მას ნათია ლაზაშვილი წაიყვანს

23 სექტემბერი, 2019 •
“კურიერი“ 25 სექტემბერს გავა, მას ნათია ლაზაშვილი წაიყვანს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის, ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, 21-საათიანი კურიერი ეთერში 25 სექტემბერს გავა. მას მხოლოდ ერთი წამყვანი – ნათია ლაზაშვილი ეყოლება.

ხათუნა ბერძენიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია მოკლეტექსტური შეტყობინებით მოგვაწოდა. მანამდე, ნეტგაზეთის წყაროს ინფორმაციით, ვრცელდებოდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, “კურიერი“ ეთერში 23 სექტემბერს უნდა გასულიყო.

ნეტგაზეთმა ბერძენიშვილს ასევე ჰკითხა “კურიერის“ სხვა წამყვანებზეც. ამ ცნობის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი