ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის დავალებით დე ფაქტო აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებენ

23 სექტემბერი, 2019 • 1474
პუტინის დავალებით დე ფაქტო აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებენ

ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება მოეწეროს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობა აფხაზეთის ჯარის მოდერნიზების დანახარჯებს დააფინანსებს. შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა. 

RIA-ს მიხედვით, ამ განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც აფხაზეთის ჯარის ტექნიკურ განვითარებასა და განახლებაში თანამშრომლობას გულისხმობს.

სანამ ამ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერება, მოსკოვსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებები შედგება, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი