როგორც სააგენტოს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხევდრაში სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების თემატიკასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, განხილულ იქნა დისკუსიების მომავალი 31-ე რაუნდის დღის წესრიგი, რომელიც 17-18 მარტს ჟენევაში გაიმართება.
შეხვედრამ კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, წერს სააგენტო “რესი”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |