ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

trend: აზერბაიჯანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე იმუშაოს

14 მარტი, 2015 •
trend: აზერბაიჯანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე იმუშაოს

აზერბაიჯანი მზად არის დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო შეთანხმებაზე დროის კონკრეტული გრაფიკის ფარგლებში, განაცხადა აზებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და დემოკრატიის კომიტეტის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მომხსენებელ რობერტ უოლტერთან შეხვედრაზე.

 

მამედიაროვის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარებისთვის, პირველ რიგში, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორია. მისი თქმით, სომხეთი აგრძელებს არაკონსტრუქციული პოზიციის დემონსტრირებას, ატარებს აგრესიულ პოლიტიკას და ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირებას.

trend.az წერს, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით ჩატარებული სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ისაუბრეს.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი